Loading...

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში 16 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. ,,დიანიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული დედამ ნახა.

როგორც ფცის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, 16 წლის მოზარდი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მივიდა და ის გაკვეთილების დასრულებამდე სკოლაში იმყოფებოდა. გელა ქოთოლაშვილის თქმით, მოზარდი რაიმე საეჭვო ქმედებები არ შეუმჩნევიათ.

Loading...

,,სკოლაში ექვსი გაკვეთილის დასრულებამდე იყო. კლასის დამრიგებელი და გარდაცვლილი ერთ უბანში ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც მოზარდი სახლში მიდიოდა, მასწავლებლმა თქვა, რომ საკმაოდ კარგ ხასიაათზე იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა. რაც შეეხება უშუალოდ ამ ბავშვს,არ შემიძლია რაიმე ცუდის თქმა. ძალიან კარგი გოგო იყო, წარმატებული როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე ყოფაქცევითაც.” – აცხედებს ფცის საჯაროს კოლის დირექტორი.

,,დიანიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ციცი ბერუაშვილია. ის უბედური შემთხვევიდან მალევე იპოვნეს.

,,როგორც ვიცით, როდესაც ციცი სკოლიდან დაბრუნდა ოჯახის წევრები ნაკვეთში იყვენენ. როდესაც ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდენ დედა ჩასულა სარდაფში რაღაცაზე და ჩამომხრჩვალ შვილს დაჯახებია სიბნელეში. ოჯახის წევრებს წაუყვანიათ საავადმყოფოში, თუმცა გზაში ბავშვი გარდაცვლილი იყო უკვე. რაც შეეხება მიზეზებს, როგორც სოფელში ამბობენ ვიღაცა გურული ბიჭი ყვერებია და სავარაუდოდ მიმოწერის გამო მოუკლავს თავი. არ ვიცი ზუსტად დანარჩენს პოლიცია სწავლობს” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან” საუბრისას

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარებს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

Loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here